1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს, ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს დაემატონ. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.
„რამაზ სვანაძე არის ძალიან მაგარი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შეკრებაზე იყო. მე და ნიკა კვეკვესკირს გვაინტერესებს, რამდენიმე დღე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მის სამწვრთნელო შტაბში ვიყოთ, ამის შესახებ ფედერაციასთან ლაპარაკი უკვე დაწყებულია.
თუ ეს ვერ შევძელით, მე აუცილებლად დავესწრები თამაშებს გულშემატკივრის სტატუსით სლოვაკეთში. პრიორიტეტია, ხელი არავის შევუშალოთ, მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ" - გვითხრა გურამ კაშიამ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ადასტურებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის და ნიკა კვეკვესკირი სამწვრთნელო კარიერას დაიწყებენ.