გოგა ბითაძემ 22 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა

გოგა ბითაძე

 გოგა ბითაძეს NBA-ში მორიგი კარგი შეხვედრა ჰქონდა. სულ რაღაც 22 წუთში ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი - 14 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, რასაც 6 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა.

ბითაძემ მთავარი როლი შეასრულა „ორლანდოს“ წარმატებაში, რომელმაც საკუთარ კედლებში „მინესოტა“ ანგარიშით 132:120 დაამარცხა