გივი მარგველაშვილი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა

მარგ

ქუთაისელი სპორტსმენი გივი მარგველაშვილი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა.

მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში იასპარეზა.

ის პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ქამარი რვაჯერ მოიპოვა.

გივი მარგველაშვილი ძალისმიერ სამჭიდში წლების განმავლობაში ასპარეზობს. მას მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

✕