გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა - როგორ დასრულდა თამაში

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ვილიარეალში“, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

„მეტროპოლიტანოზე“ გამართულ სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძე გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის შემდეგ მეხუთე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში, ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა.

ეს არ იყო მიქაუტაძის საუკეთესო შეხვედრა, რაც გუნდთან შეუთამაშებლობის და „ვილიეარეალის“ სუსტი თამაშის ფონზე ლოგიკური იყო. თუმცა მან პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ ალბერტო მოლეირო დატოვა, რომელმაც მომენტით ვერ ისარგებლა. მადრიდელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და მე-9 წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ სტუმრების კარის აღება პაბლო ბარიოსის გოლით მოახერხეს. 52-ე წუთზე კი ნიკო გონსალესმა მადრიდელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.