„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
გიორგი ლორიამ წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართულ მატჩში „დინამო თბილისის“ მაისურით 198-ე შეხვედრა ჩაატარა და, როგორც გაირკვა, ეროვნულ ლიგაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით გუნდის რეკორდი დაამყარა.
ამასთან დაკავშირებით, თბილისური კლუბის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ გამოცდილ მეკარეს, რომელმაც საკლუბო კარიერის განმავლობაში ხუთ სხვადასხვა ლიგაში იასპარეზა, სპეციალური პრიზი გადასცა.
ლორია „დინამო თბილისის“ აკადემიაში 17 წლის ასაკში გადავიდა, საიდანაც მთავარ გუნდში დააწინაურეს. სადებიუტო შეხვედრა 2005 წელს ჩაატარა. გუნდში ზედიზედ ცხრა სეზონი გაატარა და კლუბი 2014 წლის ივლისში დატოვა – კარიერა ბერძნულ „ოფი კრეტაში“ განაგრძო.
ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის ივნისში „დინამოს“ დაუბრუნდა და 2024 წლის 15 მაისს „დინამოში“ მე-100 „მშრალი“ თამაში ჩაატარა. სეზონის ბოლოს, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა. ტურნირის შემდეგ გიორგი კარიერას ნიქოზიის „ომონიაში“ აგრძელებდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.
ლორია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 2008 წლიდან იყო. ეროვნული გუნდის მაისურით 79 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეკარეებს შორის რეკორდსმენია. 2025 წლის ივნისში მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.