წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის შობის დღეა - ლოცვები, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1754914383
გეგმები არსებობდა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, კითხვა იმაში კი არ არის, ვინ რა დაიწყო, კითხვაა, რატომ დაიწყო ეს ომი, ჩვენ რომ გვყოლოდა პატრიოტი ხელისუფლება, ეს ომი არ დაიწყებოდა, როგორც არ დაიწყო 2022 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2008 წელს რომ ყოფილიყო პატრიოტი ხელისუფლება და არა მარიონეტი, რომელმაც ქვეყანა პაიკად გამოაყენებინა, ომი არ იქნებოდა.
„გლობალურ დაპირისპირებაში ბევრის ინტერესია და ამას ვაკვირდებით უკრაინის მაგალითზე. დღესაც ჩვენ გვესმის ხმამაღალი საუბარი, რომ უკრაინა ევროპის წინა ხაზია. თქვენ რამდენი ევროპელი ჯარისკაცი ნახეთ წინა ხაზზე? თუ ეს ევროკავშირის ბრძოლის წინა ხაზია რუსეთისგან თავდაცვისთვის, რატომ ვერ ვხედავთ იქ ლიტველ ჯარისკაცებს, ესტონელ ჯარისკაცებს, ფრანგ ჯარისკაცებს. მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელიც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა. რა ვუთხარი ეგეთ მთავარსარდალს, აქ რომ ფრანგი სტუმარი ჰყავდა და თვითმფრინავის დანახვაზე მიწაზე გახოხდა, ის კაცი იქ მიატოვა, კითხვას, რატომ დაიწყო ომი, გაურბიან და ამიტომ გადააქვთ თემა თარიღთან დაკავშირებით. კითხვა მარტივია, რატომ დაიწყო ომი, რაც შეეხება ქართველ გმირ მეომრებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც შეეწირნენ ამ ომს, ქართველი მეომარი ყველა ბრძოლაში შედის როგორც დიდგორში და ის არ უშინდება არც რიცხოვნობას, არც გარემოებას და არც პოლიტიკურ კონტექსტს უყურებს. ესაა ბრძოლა შენი სამშობლოსთვის და ყველა ჯარისკაცი შედის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლაში, როგორც დიდგორში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.