გიორგი ჩაკვეტაძე „პრესტონთან“ შეხვედრაში „უოტფორდის“ სამატჩო განაცხადშია  

„ყურადღებით უნდა იყვნენ“ | პრემიერ ლიგის ორ კლუბს ჩაკვეტაძე ურჩიეს

რვათვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება. ქართველი ფეხბურთელი პრესტონთან შეხვედრაში უოტფორდის სამატჩო განაცხადშია.  

ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ფორმით ბოლოს 4 აპრილს „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ 31-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-17 ტურში „უოტფორდი“ „პრესტონს“ 25 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე უმასპინძლებს.