ტრავმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1757875405
გერმანიის კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. 2025 წლის ევრობასკეტის ფინალში გერმანელებმა თურქეთის ნაკრები 88:83 დაამარცხეს.
ფინალი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, პირველი ტაიმი თურქებმა 6 ქულით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან – მეორე.
მეოთხე მეოთხედის ბოლოს ათამაშდა გერმანიის ნაკრების ლიდერი დენის შროდერი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში 4 ქულა მოიპოვა და საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე თავისი გუნდი 3 ქულით გაიყვანა წინ. ბოლო შეტავა თავის თავზე ალპერენ შენგუნმა აიღო, თუმცა სამქულიანი ვერ გამოიყენა.
თურქეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო ალპერენ შენგუნი იყო, ევრობაკეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ მატჩი 28 ქულით დაასრულა, 23 ქულა ჰქონდა ჩედი ოსმანს, რომელმაც 8-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ისააკ ბონგამ, მან 20 ქულა ჩააგდო, 18 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს, ხოლო მატჩის გმირს, დენის შროდერს – 14.
შედეგად, გერმანიის ნაკრები ისტორიაში მეორე გახდა ევროპის ჩემპიონი.