ფიფას პრეზიდენტი: ირანი აუცილებლად იქნება აშშ-ში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვიმედოვნებთ, სიტუაცია მშვიდობიანი იქნება, ეს დაგვეხმარება, მაგრამ ირანი უნდა მოვიდეს

თბილისს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ ირანი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას აშშ-ში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში.

„ირანი აუცილებლად იქნება. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მშვიდობიანი იქნება, ეს ნამდვილად დაგვეხმარება, მაგრამ ირანი უნდა მოვიდეს. ისინი თავიანთ ხალხს წარმოადგენენ, კვალიფიკაცია გაიარეს, მოთამაშეებს თამაში სურთ“, – აღნიშნა ინფანტინომ „სიენბისის“ მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე.

მსოფლიო ჩემპიონატში ირანის მონაწილეობა ეჭვქვეშ 28 თებერვალს დადგა, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

ირანმა ფიფა-ს სთხოვა, მატჩები აშშ-დან მექსიკაში გადაეტანა, თუმცა ორგანიზაციამ ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.