გაზმომარაგება 20 000 აბონენტს შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები და აღდგენის დრო
1777402711
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე 55 კგ, 63 კგ, 77 კგ, 87 კგ და 130 კგ წონით კატეგორიის ფალავნები გავლენ.
საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე ვახტანგ ლოლუა (55 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (77 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) იასპარეზებენ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
საქართელოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
55 კგ – ვახტანგ ლოლუა;
60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე;
63 კგ – ფრიდონ აბულაძე;
67 კგ – დიეგო ჩხიკვაძე;
72 კგ – იური ლომაძე;
77 კგ – რამაზ ზოიძე;
82 კგ – გელა ბოლქვაძე;
87 კგ – ლაშა გობაძე;
97 კგ – გიორგი მელია;
130 კგ – სულხან ბუიძე.