„ეს არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი“ - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს
1780945205
გერმანიაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ნინო ლოლაძე (57კგ) ფინალურ ორთაბრძოლაში ნიდერლანდელ ელინ ჰენინგერთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. კოტე კაპანაძემ (73კგ) კი უკრაინელი იევგენ გონჩარკო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეს, 18 ნოემბერს, ვაჟები - 81, 90, 100 და +100, გოგონები კი 70, 78 და +78 წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.