ცვლილება სექტემბრიდან ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის
1776371386
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ნორვეგიელი ელის ბოერაასი ოთხი იუკოთი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ტურნირზე დღეს მედლებისთვის კიდევ ოთხი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს – კაცთა შორის 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი, ხოლო ქალებში ნინო ლოლაძე (57 კგ) და ნინო წიკლაური (63 კგ).
კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 73 კგ-ში, ქალებში კი 57 და 63 კგ-ში. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო.