1763495557
ბულგარეთთან საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა.
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დღეს, 23:45 საათზე დაიწყება.












