"ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს შეიფარებს..." - სოცქსელში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

ფეხბურთი

მას შემდეგ, რაც საბერძნეთი დავამარცხეთ, ევრო 2024-ის ბილეთებზე უნდა ვიფიქროთ.  

UEFA-მ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განათავსა.

უამრავ ქართველს აქვს თამაშზე დასწრების სურვილი, ეძებენ ბილეთებს, დასარჩენ ადგილებს და ა.შ. სპეციალურად ამ დღისთვის, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფიც, - ევრო 2024/სად დავრჩეთ

ჯგუფში, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, საქართველოდან ჩასულ თანამოქალაქეებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ. 

„ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს დაეხმარება და შეიფარებს. ამ ჯგუფში მოხდება კომუნიკაცია“,- ნათქვამია ჯგუფის აღწერაში. 

ასევე ნახეთ: 

როგორ დავესწროთ ნაკრების თამაშს გერმანიაში - ყველაფერი ბილეთების შესახებ