1734086254
„არისმა“ ქვილითაიას ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა - კვიპროსული მედია ქართველის შემცვლელით უკმაყოფილოა
საფეხბურთო კლუბმა „არისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი ქვილითაია აეკ-თან მატჩში მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე კვირით დაისვენებს.
„არისის“ პრესსამსახურის მენეჯერმა, კოსტას პაპადოპულოსმა კი დააკონკრეტა, რომ ქართველი ფორვარდი, სავარაუდოდ, ოთხიდან ექვს კვირამდე ვერ ითამაშებს.
„„Ლიმასოლის „არისი“ წამყვან ბომბარდირს დროებით კარგავს. ის ფაქტი, რომ ქართველმა ფორვარდმა წელს ყველა მატჩში ითამაშა, მის მნიშვნელობაზე მეტყველებს“, – ასე აფასებს გამოცემა Philenews-ი ლიმასოლის კლუბის დანაკლისს.
Sigmalive-ი კი მიიჩნევს, რომ ქვილითაიას რუსი ალეკსანდრ კოკორინი სრულფასოვნად ვერ შეცვლის.
„ის საკუთარი თავის აჩრდილია. აეკ-თან დერბიში 80 წუთზე მეტი ითამაშა და შეტევა მხოლოდ ორჯერ გაამწვავა. მისმა გამოსვლამ უპასუხა კითხვას, როგორ მოიპოვა სასტარტო შემადგენლობაში ქვილითაიამ ადგილი. 2022 წელს ლიგის MVP გუნდის ინტენსიურ, მაღალსიჩქარიან, დინამიკურ თამაშში ვერაფერს ახერხებდა. ამიტომ ქვილითაიას შეცვლა „არისს“ ძვირად დაუჯდა“, – წერს Sigmalive-ი.