„საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე...“ - ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს

ილია თოფურია

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სოციალურ ქსელ X-ზე ახალ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საბოლოო სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და დაბრუნებისთვის მზად არის.

„საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა - აი, აქ ვარ. ახლა ვნახოთ, ვის აქვს გამბედაობა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შემდეგ ჯერზე დავრწმუნდები, რომ ჯასტინის ხელთათმანებს შეამოწმებენ, რათა შიგნით რამე უცნაური არ ჩადოს. მალე შევხვდებით.“ - წერს ილია თოფურია X-ზე.