„ადიდასმა“ მესის ახალი ბუცები წარმოადგინა

მესის ახალი ბუცები

ფირმა „ადიდასმა“ წარმოადგინა რეტროს სტილში დამზადებული ფეხსაცმელი F15, რომელიც ლიონელ მესისთვისაა განკუთვნილი.

ბუცები გადაწყვეტილია არგენტინის ნაკრების ფერებში და ზედ გამოსახულია ორი რიცხვი – 19 და 10. ეს ის ნომრებია, რომლითაც მესის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშები.

მან მუნდიალზე პირველად 2006 წელს მიიღო მონაწილეობა. მაისურზე 19 ნომერი ეწერა. მას მერე ლეომ ოთხი მსოფლიო ჩემპიონატი 10 ნომრით ითამაშა.

მესი თავის მეექვსე მსოფლიოზე სათამაშოდ ემზადება, თუ არგენტინის ნაკრებში იქნება, „ადიდასის“ რეტრო ბუცებით იასპარეზებს.