„ჩემი ცხოვრების სიყვარული...“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
1790534181
2-წლიანი პაუზის შემდეგ, შანსია, ქართველი სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს!
„ფროზინონეს“ ქართველი გარემარბი, გიორგი კვერნაძე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა
ნომინირებული. სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და იტალიური ფეხბურთის ქომაგებს სთხოვა, სექტემბრის მატჩებიდან თავიანთი ფავორიტი აირჩიონ.
კვერნაძის კონკურენტები დავიდე ფრატეზი (ლაციო), დანიელ მალდინი (კალიარი), დონიელ მალენი (რომა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და ადრიენ რაბიო (მილანი) არიან.
კვერნაძემ სექტემბერში მოედანზე 477 წუთი გაატარა. „ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლია.
გიორგიმ სერია A-ს ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა და „ვენეციას“, „ჯენოასა“ და „კომოს“ წინააღმდეგ გამოირჩა.
ი.
გადადით ბმულზე და ხმა მიეცით გიორგის ↓