პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩერნობილის ბირთვულ ობიექტზე კატასტროფის დროს დაზარალებულებისა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების საპენსიო შემწეობა გაიზარდა, - ამის შესახებ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილებაშია აღნიშნული.
აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის პენსია 7 ლარს შეადგენდა. დადგენილების თანახმად კი, 40 ლარამდე გაზრდილ პენსიას შემდეგი კატეგორიის პირები მიიღებენ:
ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები;
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღები ოჯახები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრები.
გარდა ამისა, საპენსიო შემწეობა გაიზარდა 1989 წლის 9 აპრილის დროს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. ცვლილებამდე პენსია 22-დან 44 ლარამდე მერყეობდა. 15 იანვრის დადგენილებით კი განისაზღვრა შემდეგი:
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 80 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად;
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – დახმარების სახით განესაზღვრათ ყოველთვიურად 80 ლარი;
თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად განესაზღვრათ 60 ლარი.
ასევე ნახეთ:
საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ვარსკვლავების სჯერა - ნახეთ, ცაგარელის გაფრთხილება