პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„წერილებს, რომ მწერდა, ბოლოში სულ აწერდა, შენი „სუპერ ვარსკვლავი“, მას სჯეროდა თავისი თავის, მე, როგორც დედას, არ მჯეროდა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა. ძალიან მეამაყება ჩემი შვილი“,- ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში, ნინი ბრეგვაძის დედა, მანანა შერაზადიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ვერ ხვდება, საიდან აქვს ამხელა ძალა მის გოგონას.
„იყო ჩვეულებრივი ბავშვი და გახდა, მეც არ ვიცი, რა. დამოუკიდებელი იყო ბავშვობიდან. მე ვზრდიდი მარტო ორ ბავშვს. მეუღლე მთელი დღე გასული იყო. ყველაფრის მარტო გამკლავება მიწევდა. ოთხი წლის ნინის მარტო ვტოვებდი. შეიძლება ერთი საათი გავსულიყავი, რომ ბიჭი სკოლიდან მომეყვანა. სახლში მარტო იყო. ხატავდა, ან თამაშობდა. ჩემი დამსახურება არის მხოლოდ ის, რომ ორივე შვილი ძალიან დამოუკიდებელი გავზარდე. დანარჩენი გზა მან თვითონ გაიკვალა. მეშვიდე კლასში იყო, როდესაც ლონდონში გავუშვი ერთვიან გაცვლით პროგრამაზე. იქიდან რომ ჩამოვიდა, თქვა, რომ „მე ამერიკაში წავალო“.
გავიდა წლები და მან ოცნება აისრულა. ბევრჯერ დამიმალა, როგორ უჭირდა ამერიკაში ცხოვრება. არაა ისეთი, რომ ვინმეს უთხრას, როგორ უჭირს“ – იხსენებს მანანა შერაზადიშვილი.
ასევე ნახეთ:
VIDEO: შვილის ქორწილში აცეკვებული გოჩა და შორენა ჩერტკოევების ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა
დადეთ ბალიში ამ ადგილას ძილის დროს და შედეგი გაგაკვირვებთ - როგორ გააუმჯობესოთ ძილის ხარისხი