„საქართველო, მოვდივარ!“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი თბილისში სოლო კონცერტს გამართავს

ალექსანდრე ზაზარაშვილი

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც 12 წლის ასაკიდან აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს.

იგი 10 მაისს, 18:00 საათზე თბილისში, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს:

„საქართველო, მოვდივარ! ჩემი პირველი სოლო კონცერტი თბილისში…

დავიწყეთ ამერიკით, და უკვე, ჩემი ლამაზი ქვეყნის, ლამაზ დედაქალაქში გადმოვინაცვლეთ!

10 მაისი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება!

რამდენ შტატში ჩავატარეთ ეს კონცერტი და ასეთი გახარებული მგონი არც ერთზე არ ვყოფილვარ.

ერთი სული მაქვს ყველას ჩაგეხუტოთ და მოგეფეროთ!“,- წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

“,