1786606152
ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება
ომებში ჩაბმულ ქვეყნებს სიმღერის კონკურს „ევროვიზიის“ მასპინძლობა აეკრძალებათ - ცვლილებები კონკურსის ჩატარების წესებში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაამტკიცა.
ტრადიციისამებრ, „ევროვიზიაში“ გამარჯვებული ქვეყანა მუსიკალურ კონკურსს მომდევნო წელს მასპინძლობს. ახალი წესების თანახმად, გამარჯვებული ქვეყანა ავტომატურად კარგავს კონკურსის ჩატარების უფლებას, „თუ შეიარაღებული კონფლიქტი, დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება ან ნებისმიერი სხვა სიტუაცია არსებითად მოქმედებს სახელმწიფოს ან რეგიონის უსაფრთხოებასა თუ სტაბილურობაზე“.
EBU-ს ასევე შეუძლია გამარჯვებული ქვეყნის რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის დამოუკიდებელი შეფასება შეუკვეთოს. ასეთი შეფასების შემდეგ ორგანიზაცია გამართავს კონსულტაციებს, რათა დაადგინოს, შეუძლია თუ არა გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარება.
თუ გადაწყდება, რომ გამარჯვებულ ქვეყანას არ შეუძლია კონკურსის მიღება, EBU ორგანიზატორად სხვა სახელმწიფოს დანიშნავს. ახალი ქვეყანა კონკურსს საკუთარი სახელით ჩაატარებს.
როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირი აღნიშნავს, ცვლილებები 2026 წელს ვენაში გამართული კონკურსის შემდეგ მონაწილე მაუწყებლების გამოხმაურებების გათვალისწინებით არის შეტანილი.











