მიიღე მონაწილეობა გათამაშებაში და მოიგე ბინა-გადაიღე ფოტო starring georgia-ს კონცერტზე VR HOLDING-ის ფოტო სივრცეში

მიიღე მონაწილეობა გათამაშებაში და მოიგე ბინა

7 ოქტომბერს Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი სტუმარი ბინის მფლობელი გახდება. გათამაშების პირობები მარტივია, გამარჯვებულს კი საცხოვრებელ კომოლექსში VR SHEKVETILI FOREST BEACH ბინას VR HOLDING გადასცემს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის უკვე ძალიან ბევრი Starring Georgia-ს ღონისძიებებზე მოსული მელომანი დარეგისტრირდა ვებგვერდზე. მათ ამის შესაძლებლობა უკვე 3-ჯერ, 3 სხვადასხვა კონცერტზე ქონდათ. თუმცა შანსი კიდევ არსებობს! დარჩენილია 2 კონცერტი, რომლებიც თბილისში გაიმართება- Imagine dragons-ის ლაივი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  და ბრუნო მარსის ლაივი დინამო არენაზე. ასე რომ, მოგების შესაძლებლობა შენც გაქვს! მოდი საყვარელი არტისტის ლაივზე, გადაიღე ფოტო  VR HOLDING-ის სივრცეში და გაიარე რეგისტრაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აქვე კი, ყველა მსურველს შეგახსენებთ გათამაშებაში მონაწილეობის წესებს: გათამაშებაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც STARRING GEORGIA – ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებიდან ერთ-ერთს დაესწრება. მონაწილეობის მსურველმა ღონისძიების განმავლობაში VR HOLDING-ის ფოტო სივრცეში ფოტო უნდა გადაიღოს.  ღონისძიების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში კი VR HOLDING-ის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიაროს.

აღსანიშნავია, რომ ერთ ადამიანს გათამაშებაში მონაწილეობა იმდენჯერ შეუძლია, რამდენ ღონიძიებასაც დაესწრება. ეს კი მოგების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

Starring Georgia-ის მომდევნო ღონისძიებებია:

· 31 აგვისტო - Imagine Dragons, Lokomotivi Stadium

· 1-ლი ოქტომბერი - Bruno Mars, Dinamo Arena

რას შეეხება VR Shekvetili Forest Beach-ს, ის სასტუმრო „პარაგრაფის“ მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ელემენტი და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი  რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს.

პროექტის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოიცავს: ყვითელი ქვიშის სანაპირო აუზებს,  ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, კონცეპტუალურ რესტორნებს, საკონცერტო  და გასართობ სივრცეებს,  ადგილზე დახურული აკვაპარკი, სპა და ველნეს ცენტრიც მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ გათამაშება 7 ოქტომბერს გაიმართება.