„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ბიოგრაფიული დრამა „მაიკლი“ მაიკლ ჯექსონის შესახებ მსოფლიო გაქირავებაში 977 მილიონი დოლარით ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა. Variety-ს ცნობით, პრემიერის შემდეგ ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკაში 370.2 მილიონი დოლარი დააგროვა, საერთაშორისო ბაზრებზე კი კიდევ 607.2 მილიონი დოლარი.
ფილმმა გადაასწრო წინა რეკორდსმენებს - კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერს“, რომელმაც გაქირავება 975 მილიონი დოლარით დაასრულა, და ჯგუფ Queen-ის შესახებ გადაღებულ ფილმს „ბოჰემური რაფსოდია“, რომელმაც 911 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
პოპ-მუსიკის მეფის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე 24 აპრილს გამოვიდა. სურათის რეჟისორი ანტუან ფუკუაა, სცენარის ავტორი - ჯონ ლოგანი. „მაიკლში“ მთავარი როლი მუსიკოსის ძმისშვილმა, ჯაფარ ჯექსონმა შეასრულა. ფილმში ასევე მონაწილეობენ კოლმან დომინგო, ნია ლონგი, მაილზ ტელერი და ლორა ჰერიერი.