ჯენიფერ გარნერი იუბილარია

ჯენიერ გარნერი

ჯენიფერ გარნერი იუბილარია. მას დღეს 52 წელი შეუსრულდა. 

ჰოლივუდის ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ ადამიანებმა პატარ-პატარა ბედნიერებებისგან სიამოვნება უნდა მიიღონ და სილამაზის არარეალური სტანდარტების ჩარჩოში არ უნდა მოექცნენ. „სინამდვილეში, ასაკის მატება შეხსენებაა, თუ რა არის ცხოვრება“ - აღნიშნავს მსახიობი და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებაზე უარს ამბობს. 

როგორც ჯენიფერი ამბობს, ყველაზე მეტად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული საჩუქრები უყვარს.  თავისუფალ დროს ბავშვებისთვის დარიჩინის ფუნთუშებს ამზადებს, მეგობრებთან ერთად სეირნობს და საკუთარ ფერმაში ჩაი მოჰყავს. მსახიობის თქმით, მისთვის ცხოვრების მთავარი პრინციპია ბედნიერება წვრილმანებში იპოვოს. 

დახვეწილი სტილის, უბრალოებისა და ადამიანების მოხიბვლის თანდაყოლილი უნარის წყალობით - ვარსკვლავი უამრავი ქალისთვის შთაგონების წყარო არაერთხელ გამხდარა. 
2019 წელს გამოცემა „ფიფოლმა“ გარნერი ყველაზე ლამაზ ადამიანად დაასახელა. მსახიობს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 
თუმცა, სანამ მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდა, ჯენიფერმა საკმაოდ რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა განვლო. .. 

ჯენიფერ ენ გარნერის გზა ტეხასიდან იწყება.  კონსერვატორ ოჯახში გაზრდილი გოგონა მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს ცნობილი მსახიობი გახდებოდა.. სკოლაში სწავლის პერიოდში, იხ ხშირად მონაწილეობდა სპექტაკლებში. მისი დებიუტი ეკრანზე 1995 წელს , ფილმში „ზოია შედგა“. გარნერის ნიჭი რეჟისორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და მალე ჯენიფერის შესრულებით მაყურებელმა არაერთი კინოსურათი იხილა. 

ყველაზე რთული გარნერისთვის ბენ აფლეკთან დაშორება აღმოჩნდა. 14 წლიანი ურთიერთობის  შემდეგ წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. ყოფილ ცოლ-ქმარს 3 საერთო შვილი ჰყავთ. თუმცა, მსახიობი არ დანებებულა. ბავშვების აღზრდა საკუთარ თავზე აიღო და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტენდენციებს წონასა თუ სილამაზეზე აქტიურად დაუპირისპირდა.

ჯენიფერი ნებისმიერ გამოწვევას გაბედულად ხვდება, უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებს და  სხვადასხვა პლასტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურაზე უარს ამბობს. ის ძალიან უშუალოა გულშემატკივრების მიმართ.  ერთხელ ვარსკვლავმა გადაწყვიტა მთელი შაბათ-კვირა სკაუტი გოგოების დახმარებაში გაეტარებინა და ქუჩაში მათთან ერთად ნამცხვრები გაეყიდა.

„იყავით უბრალოები, ბუნებრივები, იცინეთ ბევრი. სამყაროს პოზიტიური ენერგია გაუგზავნეთ და დამიჯერეთ, რომ სანაცვლოდ უდიდეს ბედნიერებას მიიღებთ“,- ამბობს მსახიობი.