1728156496
„გთხოვთ, გაავრცელოთ...“ - ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს
„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის მხარდამჭერ კამპანიასთან დაკავშირებით მორიგ ინფორმაციას გვიზიარებს.
„ნუცას მხარდაჭერის ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი Dalia Homeriki-ის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან დამატებებს ავრცელებს მხარდაჭერის კამპანიასთან დაკავშირებით, გთხოვთ გაავრცელოთ.
ასევე, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ სოციალური მედია მენეჯერის მცირედი კონსულტაცია და ვისაც დახმარების სურვილი ექნება, გთხოვთ ან მე ან დალია ხომერიკს დაგვეკონტაქტოს ინბოქსში.
დამატებითი რჩევა ჰეშტეგების კამპანიისთვის #TeamNutsa
კარგი იქნება მიაქციოთ ყურადღება, რომ ჰეშტეგები სხვა კონკურსანტების გვერდებზე არ დაწეროთ, ასევე, American Idolis პოსტების ქვეშ, თუ ნუცა არაა, ან მას არ ეხება ესა თუ ის ფოტო თუ ვიდეო. ეს იწვევს გაღიზიანებას და უკურეაქციას.
ჰეშტეგები უმეტესად ნუცას გვერდებზე და #AmericanIdol გვერდებზე დაწერეთ და მხოლოდ ნუცაზე დადებული სურათების ან ვიდეოების ქვეშ. ამერიკულ საიტებზე განსაკუთრებით კარგი იქნება ჰეშტეგები. ეს მნიშვნელოვანია!
დაპოსტეთ მხარდამჭერებისთვის განკუთვნილი ერთიანი ჰეშტეგების ბლოკი ზოგადი მხარდაჭერისთვის. მაგრამ კონტექსტიც გაითვალისწინეთ! თუ ვინმეს კომენტარებს უწერთ. მოცემულიდან მეტად მისადაგებული, რელევანტური აარჩიეთ და არა მთელი ბლოკი, ამ შემთხვევაში.
ყურადღებით დააკვირდით კომენტარებში ჰეშტეგებზე რეაქციებს და გააზიარეთ ჯგუფში შთაბეჭდილება ან მოსაზრება, თუ ფიქრობთ, რომ საყურადღებოა.
თავაზიანად ასწავლეთ, ურჩიეთ პირადში სხვებს, არ დაწერონ ნუცას ჰეშტეგები სხვა კონკურსანტების გვერდებზე. ეს არ ემსახურება კამპანიის პოზიტიურ მიზნებს.
თუ რამ კითხვები და შენიშვნები, შეთავაზებები ნახეთ კამპანიაზე, დაწერეთ ჯგუფში, რათა გავითვალისწინოთ ან რეაგირება მოვახდინოთ.
ჰეშტეგების კამპანია მუშაობს! ყოჩაღ ყველას, ვინც აიტაცა,“ – წერს ზაზა შენგელია.