„გარდაიცვალა ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანი“ - სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1757015810
თუ ფიქრობთ, რომ ემა სტოუნმა და რეჟისორმა იორგოს ლანთიმოსმა ფილმ საბრალონით ნიჭიერების ზღვარს გადააჭარბეს, დაელოდეთ ფილმ ბუგონიას.
ემა სტოუნისა და იორგოს ლანთიმოსის დუეტი ფილმ ბუგონიაში გრძელდება. მძაფრსიუჟეტიან თრილერში მსახიობმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის როლი მოირგო, რომელსაც მოულოდნელად უცნობი ადამიანები იტაცებენ.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადამიანების რასის წინააღმდეგ შექმნილ შტაბ-ბინაში", — ეუბნება თრეილში უცნობი კაცი სტოუნს - "თმა გაგიქრეს... რათა შენს დედობასთან არანაირი კავშირი გქონდეს".
ფილმში სტოუნთან ერთად, ჯესი პლემონსს, აიდან დელბისსსა, სტავროს ჰალკიასს და ალისია სილვერსტოუნსაც ვიხილავთ.
"შეთქმულების თეორიებით შეპყრობილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი იტაცებს მსხვილი კომპანიის გავლენიან აღმასრულებელ დირექტორს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ის უცხოპლანეტელია, რომელსაც დედამიწის განადგურება სურს", — ვკითხულობთ ფილმის სინოფსისში.
ფილმის პრემიერა ხუთშაბათს, ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და ექვსწუთიანი ოვაციები დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ ბუგონია, ჩან ჯუნ-ჰვანის 2003 წლის სამხრეთ კორეული ფილმის — გადავარჩინოთ მწვანე პლანეტა — ინგლისური ვერსიაა. ფილმი ლანთიმოსისა და სტოუნის მეოთხე თანამშრომლობაა ფილმების ფავორიტის, საბრალონისა და სიკეთის სახებიის შემდეგ.
ფილმ ბუგონიას მსოფლიო პრემიერა 2025 წლის 31 ოქტომბერს შედგება.