რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
რამდენიმე დღის წინ ET Canada-სთან ექსკლუზიურად საუბრისას რობერტ დე ნირომ განაცხადა, რომ მას 79 წლის ასაკში მეგობარ ქალთან, ტიფანი ჩენთან ერთად მეშვიდე შვილი შეეძინა:
„ბავშვები განსხვავებული რამაა, ყოველთვის ცდილობ ადამიანი, მაშინაც კი, როდესაც ამის ენერგია არ გაქვს, რომ მათ მაქსიმალურად კარგო პირობები შეუქმნა. ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი მშობელი დამეთანხმება ამაში. ახლახან შემეძინა შვილი, მეშვიდე შვილი და ეს მართლაც გასაოცარი გრძნობაა”.
აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელ მსახიობს წინა ურთიერთობებიდან 6 შვილი ჰყავს. დე ნიროს და მის პირველ ცოლს, Diahnne Abbott-ს ქალიშვილი, 51 წლის დრენა და 46 წლის ვაჟი, რაფაელი ჰყავთ. 1995 წელს რობერტს ყოფილ მეგობარ გოგონასთან, მოდელთან და მსახიობთან Toukie Smith-თან ტყუპი ბიჭები, ჯულიენი და აარონი შეეძინა. დე ნიროს ასევე ჰყავს 24 წლის ვაჟი ელიოტი და 11 წლის ქალიშვილი ჰელენ გრეისი, ყოფილ მეუღლესთან, Grace Hightower-თან.
რობერტის მეუღლის და ახალშობილის, მეშვიდე შვილის კადრები ინტერნეტში უკვე გავრცელდა.
Robert De Niro and his partner Tiffany Chen welcomed Gia Virginia Chen-De Niro in early April — and now, she’s making her national TV debut on #CBSMornings. https://t.co/OJJxGcEKlU pic.twitter.com/opiFRpWkRs
— CBS Mornings (@CBSMornings) May 11, 2023