გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ბუდაპეშტში ფილმის „დიუნი: მესია“ გადაღებები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი - ზენდაია.
დიუნის მესამე ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე მასშტაბურ გადაღებებს ითვალისწინებს. ფილმში ბრუნდებიან მსახიობები: ტიმოთი შალამე, ფლორენს პიუ, ჯეისონ მომოა, ხავიერ ბარდემი და სხვები.
ფილმის პრემიერა 2026 წლის 18 დეკემბრისთვის არის ჩანიშნული.
„დიუნი“ ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების კოსმოსური საგის ეკრანიზაციაა. ფრანშიზის პირველი ორი ნაწილი დადებითად შეაფასეს როგორც კრიტიკოსებმა, ასევე მაყურებლებმა. საგის რეჟისორი დენი ვილნევია.