BTS-მა ახალი ალბომის ტრეკ-ლისტი გამოაქვეყნა, Netflix-მა კი ჯგუფის კონცერტის თრეილერი

BTS

კეი-პოპ ჯგუფმა BTS ახალი ალბომის Arirang-ის ტრეკლისტი გამოაქვეყნა. ჩანაწერი 20 მარტს გამოვა, მასში 14 სიმღერა შევა, რომელთა შექმნაშიც ჯგუფის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ Diplo, კევინ პარკერი Tame Impala-დან და სხვა მუსიკოსები.

Diplo, რომელიც ცნობილია პროექტით Major Lazer მუშაობდა ტრეკებზე: Body to Body, FYA, Like Animals, One More Night და Into the Sun. კევინ პარკერი სიმღერის Merry Go Round თანაავტორია. Arirang-ის კიდევ ერთ კომპოზიციაზე FYA Diplo-სთან და ცნობილ ავსტრალიელ დიჯეი თან Flume-თან ერთად საკულტო რეპ-ექსპერიმენტატორი JPEGmafia მუშაობდა.

კიდევ 4 ტრეკის თანაავტორი ჯგუფის OneRepublic ვოკალისტი რაიან ტედერია - Body to Body, Swim, Normal და Please. Diplo-მ აღნიშნა, რომ Arirang-ი იქნება „ყველაზე გიჟური ალბომი ისტორიაში“.