ბრიტნი სპირსის ვაჟები მოდის ჩვენებაზე პოდიუმზე პირველად გამოვიდნენ

ბრიტნი სპირსის ვაჟები მოდის ჩვენებაზე პოდიუმზე პირველად გამოვიდნენ

ბრიტნი სპირსის ვაჟები მოდის ჩვენებაზე პოდიუმზე პირველად გამოვიდნენ. შონ პრესტონისა და ჯეიდენ ჯეიმსის დებიუტი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, Vetements-ის ჩვენებაზე შედგა.

20 წლის შონ პრესტონი მაყურებლის წინაშე კლასიკური შავი პიჯაკით, პერანგით, ჰალსტუხით, ჯინსებითა და ფეხსაცმლით წარდგა. მისმა უმცროსმა ძმამ, 19 წლის ჯეიდენ ჯეიმსმა, შედარებით თავისუფალი სტილი შეარჩია - თეთრი მაისური, ლურჯი ჯინსები, ტყავის ქამარი და ჯაჭვები. ორივესთვის ეს პოდიუმზე პირველი გამოსვლა იყო.

შონ პრესტონი და ჯეიდენ ჯეიმსი ბრიტნი სპირსისა და მოცეკვავე კევინ ფედერლაინის ქორწინებაში დაიბადნენ. 2007 წელს მშობლების განქორწინების შემდეგ, ძმები საცხოვრებლად მამასთან დარჩნენ და დიდი ხნის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არ ჩნდებოდნენ.

ბოლო თვეებში ბრიტნის ურთიერთობა შვილებთან საგრძნობლად დათბა. Page Six-ის ინფორმაციით, ახალგაზრდებმა დედას ამ გაზაფხულზე, რთულ პერიოდში მხარი დაუჭირეს. წყაროები ამტკიცებენ, რომ ერთად დროის გატარების შესაძლებლობა მომღერლისთვის „ყველაზე დიდი საჩუქარი“ და ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სიხარული გახდა.