„ყველაფერი უთხრეს ქუთაისის აეროპორტში...“ - სტიქიისას დაღუპული ბავშვების დედა საქართველოშია

baR

სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან მამა, გია რობაქიძე,  უფროსი ვაჟი, დავითი და ტყუპი და, ანა და ქეთი. ცნობილია, რომ მათი დედა ემიგრანტია და უახლოეს საათებში, საქართველოში იქნება.

როგორც „ემიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე წერს, მადონა უკვე ჩამოფრინდა და მას სიმართლე უთხრეს...

„ჩამოფრინდა და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში.... მიდის ბაღდათში ამდენი წლის მონატრებული ანგელოზები გაყინული უნდა ჩაიკრას გულში.... მეტს აღარ დავწერ იქ რა დატრიალდა ამ ამბის გაგების მომენტში.... ეს ჩემს ძალებს აღემატება....“ ,- წერს შოთო.

ასევე ნახეთ:

„მადონა იმ იმედით მოფრინავს იტალიიდან საქართველოში, რომ ჰგონია შვილები რეანიმაციაში ჰყავს...“ - შოთო სიხარულიძე

„სექსუალური ძალადობაც იყო და ფსიქოლოგიურიც... საყვარელ ადამიანს მისი ძმაკაცის უღირსი საქციელის გამო დავშორდი“