პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამეგრელოში ძლიერმა ქარმა სამასამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, დაზიანებულია 4 სკოლისა და 2 საბავშვო ბაღის შენობა, მარტვილში ქარმა დააზიანა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიც.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენისა და უწყებებს შორის სწრაფი კოორდინირებისთვის რეგიონში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ, სახელმწიფო რწმუნებულისგან და მერებისგან მიიღო.
ლერი ბარნაბიშვილი ასევე იმყოფებოდა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ რუხის საჯარო სკოლაში, სადაც ქარმა სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, მოხდება დაზიანებული სკოლისა და სხვა ინფრასტრუქტურის დროული აღდგენა, ასევე დაითვლება ზარალი და არცერთი მოსახლე არ დარჩება უყურადღებოდ.