პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესულო გურიის და აჭარის რეგიონებიდან.
"ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.
ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“, - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუმათში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა ქალი გადაარჩინეს. მაშველებმა ის დამეწყრილი ზონიდან ამოიყვანეს.
შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ასევე ნახეთ:
VIDEO: „რა საშინელება ხდება! თვალებს არ ვუჯერებ“ - კადრები ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონადან