VIDEO: „ღმერთო დაგვიფარე! ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული... მდინარე სუფსა ადიდდა“ - უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან

უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან

უმძიმესი ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

მოსახლეობის ინფორმაციით, დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები, საყანე ფართობები.

„ფაქტობრივად, აღარ არსებობს ნათესები, ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული. მუხლამდე წყალი იდგა სახლებში“

სუფსაში მერის წარმომადგენლის დათო გუმვარიძის თქმით, უმძიმესი ვითარებაა ადგილზე. ,,ჩამოწოლია მეწყერი, დატბორილია ეზოები, სავარგულები, ძალიან მძიმე ვითარებაა ყველგან. ველოდებით სამაშველო სამსახურს და ტრაქტორს, რომ გზის გაწმენდა მოხდეს”.