„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
გორში, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი პოლიტრავმის დიაგნოზით უკვე თბილისში იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მიერ ამ დროისთვის ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე.
"დილის საათებში მშობლის მიერ შემოყვანილი იქნა 2 წლის ბავშვი სიმაღლიდან ვარდნით. ზედაპირულად ბავშვს აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა.
გაეწია გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება. ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები. მოხდა სტაბილიზაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმაში მოყვანა, გამოძახებულ იქნა ემერჯენს სერვისი - სახელმწიფო კატასტროფის ბრიგადა პედიატრიული, რომელმაც უზრუნველყო ბავშვის გადაყვანა ბავშვის პროფილურ კლინიკაში," - აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი იგორ გეორგიანი.