1737285948
„ბავშვი ძირს ეგდო, დედა განწირული ხმით წიოდა...“ - რა მოხდა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი კონტაქტიური იყო და მალევე კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარს ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს.
„გადმოვიხედე და დავინახე, რომ 2 წლის ბავშვი ძირს ეგდო. დედა წიოკობდა, მიშველეთო...ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა, ახალი მეზობლები არიან. პირადი კონტაქტი ოჯახთან არ მქონია, არ ვიცნობ. ქალი წიოდა განწირული ხმით, მეუღლესაც დაურეკა. მალევე მოვიდა, ბავშვი ხელში აიყვანა და ამასობაში ბავშვის ტირილის ხმაც გავიგეთ. ყველამ ამოისუნთქა, ცოცხალი იყო...“ - თქვა „ტვ მონიტორინგთან“ ადგილობრივმა.
ასევე ნახეთ:
ყურადღება! შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება