ტრაგედია საბერძნეთში: 2 წლის ბავშვი პიტბულის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

პიტბული საბერძნეთი

ზაკინთოს მოსახლეობა შოკირებულია კუნძულზე მომხდარი შემთხვევით – 2 წლის ბავშვი ოჯახის პიტბულის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი გაურკვეველი მიზეზით, მშობლების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, ეზოში გავიდა, სადაც ძაღლი ჰყავდათ დაბმული, ახლოს მივიდა, რა დროსაც პიტბული თავს დაესხა და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა, განსაკუთრებით კისრის არეში.

ბავშვის მამის თქმით, ძაღლი უპატრონო იყო და შეიფარეს, თუმცა, ეზოში ჰყავდათ და არა სახლში.

2 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ყველაფერი სცადეს, მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ, ბავშვის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

მშობლები პოლიციამ დააკავა, თუმცა, მალევე გაათავისუფლა, მათ კიდევ ორი შვილი ჰყავთ. რაც შეეხება ძაღლს, მომდევნო დღეებში გადაწყდება საკითხი, მისი ევთანაზიის შესახებ.