„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა. ველოსიპედით მოძრავ 10 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ბავშვი მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკასთან ამ წუთებში ბავშვის ახლობლები არიან შეკრებილნი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მარნეულში ვითარება დაძაბულია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.