1787124556
ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა კორპუსიდან გადმოვარდა
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, დაღუპული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.












