თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ავარია მოხდა

ავარია თბილისში

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიებას სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.