ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1762202354
                                                                შოვის ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა. ამ დრომდე, მაშველები ერთ დაკარგულ მოზარდს ეძებენ. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ იდენტიფიცირებულია ბოლოს ნაპოვნი მოზარდის ცხედარი და ის ზაზა მესხის ოჯახიდანაა.
„ბოლოს სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა. ის ალინა პოლიკოვსკას შვილია. იდენტიფიცირება დნმ ანალიზით მოხდა, ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია“,-წერს ლაშა ბერულავა.
ამ დროისთვის ნაპოვნი და ამოცნობილია 32 ცხედარი. უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, ასევე ზაზა მესხის ოჯახიდან.
ასევე ნახეთ: