დედას, რომელიც შვილის გადარჩენის მცდელობისას, დინებამ გაიტაცა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ
1786024940
სენაკის სასულიერო გიმნაზიის შენობიდან ფანჯარა ჩამოვარდა, რომელიც 2 პედაგოგს დაეცა.
შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.
„პედაგოგები ფანჯრის დაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ფანჯარა ჩამოვარდა და მათ დაეცა“, - ამბობს ინფორმირებული წყარო.
მომხდარს ასევე ადასტურებენ რესურსცენტრშიც. დაშავებული მასწავლებლები კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ისინი ამ დრომდე კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან.
ასევე ნახეთ:
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია...“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს
ამ ქუჩებზე შუქი მთელი დღით ჩაქრება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი