დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს - შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებს
1788079226
სტავროპოლის მხარეში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 38 დაშავდა. დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია, რომელთაგან ერთი რეანიმაციაშია.
რუსული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად 5 გარდაცვლილის შესახებ იყო ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი დაშავებული მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველო-მოსკოვის მარშრუტით მოძრავი Setra-ს ავტობუსი წინ მიმავალ KamAZ-ის სატვირთო მანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში აღმოჩნდა.
ყველა დაშავებული პიატიგორსკის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კიდევ ერთი ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული.