„როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ“ - ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

დედა-შვილი

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბავშვების დედა ემიგრაციაშია წასული.

ცნობილია, რომ გარდაცვლილია, 20 წლის ნია რობაქიძე და მისი დედა მაია ჩეჩელაშვილი. 

„ჩემო თვალებციმციმა გოგო. ჩემო მაიკო როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ“,- წერს ოჯახის ახლობელი.