რა ხდება ამ წუთებში სკოლასთან, სადაც მოსწავლეების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სკოლა

თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 32-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რამდენიმე მოსწავლე, პრევენციის მიზნით, კლინიკებშია გადაყვანილი, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის. მათი თქმით, 15-მდე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში ბავშვებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო, როგორც ამას არსებული მექანიზმი ითვალისწინებს, პრევენციის მიზნით, სკოლაში სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.