ამინდი მკვეთრად იცვლება - განახლებული პროგნოზი
1747741125
რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთის სადგურში, ქუთაისი-ბათუმის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „გურია tv“ ავრცელებს.
ცეცხლი ვაგონებსშორის გადაბმაში გაჩნდა. მისი ჩაქრობა მემანქანეებმა და სადგურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვაგონებიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. მათი ტრანსპორტირება სამარშრუტო ავტობუსებით მოხდა.
შემთხვევის გამო მოხდა ხაზზე ელექტროენერგიის გათიშვა, რის გამოც ამ მომენტისთვის ბათუმი-თბილისის მატარებელი სუფსაშია გაჩერებული.