1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
პოლონეთმა ვარშავის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარ ხანძარში რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.
ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიიდან იმართებოდა. პასუხად, ოფიციალური ვარშავა კრაკოვში, რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს.
"ამ არაადეკვატურ ნაბიჯებს ადეკვატური რეაგირება უახლოეს მომავალში მოჰყვება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა.
ლავროვის უწყება პოლონეთს ორმხრივი ურთიერთობების ნგრევაში ადანაშაულებს. ხანძარი სავაჭრო ცენტრში შარშან მაისში გაჩნდა.