პარაშუტის გარეშე ჩამოვარდნის შედეგად, ახალგაზრდა ინსტრუქტორი დაიღუპა (აშშ)

35 წლის ინსტრუქტორი დაიღუპა

აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია იძიებს პარაშუტით ხტომის ინსტრუქტორის დაღუპვის ფატქს - ის ნეშვილში, ტენესის შტატში, ხტომის დროს, თავის მოსწავლეს მოწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიციის თქმით, "ინსტრუქტორი ჯასტინ ფულერი შაბათს, ხტომის დროს, სავარაუდოდ, პარაშუტის გარეშე ჩამოვარდა".

როგორც ჩანს, 35 წლის ინსტრუქტორი თავის მოსწავლეს და ტანდემური მოწყობილობას მოწყდა, რომელიც ხტომის დროს ორ ადამიანს აკავშირებს და მათ პარაშუტს ამაგრებს.

პოლიციის ვერტმფრენმა, ფულერის ცხედარი ტყეში რამდენიმე საათის შემდეგ იპოვა. ნეშვილის სახანძრო სამსახურმა რამდენიმე კიბე გამოიყენა მის 46 წლის კლიენტთან მისასვლელად, რომელიც, სარეზერვო პარაშუტის მეშვეობით, ვარდნას გადაურჩა და ხეზე ჩამოკიდებულს, მაშველების ლოდინი რამდენიმე საათი განმავლობაში მოუწია.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოწყდა მოსწავლეს გამოცდილი პარაშუტისტი ჯასტინ ფულერი.