1755808140
მუხიანში, კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

მუხიანის მეორე მიკრორაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მე-5 და მე-7 სართულების აივნებს ეკიდა.